under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მეათე შვიდეული. ხმა მე-8. სამშაბათი. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 161 დას. XV, 29-38. მთ. 85 დას. XXI, 23-27. მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მკ. 12 დას. III, 13-19.

day_icon   

 

 

 

 

 

უფალი ყოვლისმპკრობელი

 

ხსენება 6 მსოფლიო საეკლესიო კრების წმიდა მამათა; მოციქულისა აკვილასი, სამოცდაათაგანისა (+I); მოწამისა იოსტოსი (+I); ღირსისა ელიოზ მონოზონისა (+IV); ღირსისა ონისიმე სასწაულთმოქმედისა (+IV). ღირსისა ნიკოდემოს მთაწმიდელისა (+1809)

 

წმიდა მოციქული აკვილა პავლე მოციქულის მოწაფე იყო და მანვე დაასხა ხელი ჰერაკლიის ეპისკოპოსად.

ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევამდე იგი, თავის მეუღლესთან, პრისკილასთან, ერთად, იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი კორინთოში გადასახლდა, სადაც საკუთარი შრომით ირჩენდა თავს: იგი კარვების კეთების ოსტატი იყო. ამ დროს, იმ ადგილას მივიდა პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებდა. იგი აკვილასთან და პრისკილასთან გაჩერდა, ქრისტიანული სარწმუნოება შეასწავლა და მონათლა.

პავლე მოციქულმა აკვილა საქადაგებლად გაგზავნა აზიაში, აქაიაში და ჰერაკლიაში. წმიდა აკვილამ მრავალი ადამიანი მოაქია ქრისტიანობაზე და მათი სულები საუკუნო სატანჯველისაგან იხსნა..

წმიდა მოციქულმა აკვილამ სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურა და ყველგან ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა. წმიდა მოწამე პრისკილა გულმოდგინედ ეხმარებოდა აკვილას მოციქულებრივ საქმიანობაში. წმიდა აკვილა და პრისკილა მოწამეობრივად აღესრულნენ.

ტროპარი, ჴმა  გ

მოციქულო წმიდაო. აკვილა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი, ჴმა დ

ვითარცა მზე დიდი მოგიგო შენ ეკკლესიამან, დიდებულო აკვილა, და ბრწყინვალებითა მოძღვრებისა შენისათა განათლდებიან სარწმუნოებით პატივის-მცემელნი შენნი, უფლისა მოციქულო.


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.