under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მეექვსე შვიდეული. ხმა მე-4. შაბათი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ლიტ. - რომ. 100 დას. IX, 1-5. მთ. 32 დას. IX, 18-26. მღვდელმოწ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. ლკ. 63 დას. XII, 2-12.

day_icon   

ხსენება მღვდელმოწამისა მეთოდისა, პატარელი ეპისკოპოსისა (+312); მოწამე მამათა: ინნასი, პინნასი და რიმმასი (+I-II); მოწამეთა: არისტოკლე ხუცისა, დიმიტრიანე დიაკონისა და ათანასე წიგნისმკითხველისა (+დაახლ. 306); მღვდელმთავრისა ლევკი აღმსარებელისა, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსისა (+V)

 

წმინდა მოწამე მეთოდი, პატარელი ეპისკოპოსი (ლიკიის მხარე, მცირე აზიაში),  ჭეშმარიტი ბერული მორჩილებით გამოირჩეოდა. წყნარად და მშვიდად ასწავლიდა იგი თავის სამწყსოს, მაგრამ, ამასთანავე, მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობის სიწმინდესა და ენერგიულად იბრძოდა მწვალებლობების, განსაკუთრებით - ორიგენისტების წინააღმდეგ. მან დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა: თხზულება ქრისტიანობის დასაცავად წარმართობისგან, სადაც გადმოცემულია მართლმადიდებლური დოგმატები, ორიგენის მწვალებლობის საწინააღმდეგოდ, ზნეობრივი სწავლებანი და წმინდა წერილის განმარტება.

წმინდა მეთოდი წარმართებმა შეიპყრეს და 312 წელს თავი მოჰკვეთეს ქრისტეს რწმენისთვის.

 

ტროპარი, ჴმა ა

სისხლი შენი, ბრძენო, საიდუმლოდ ღაღადებს ქუჱყანით, ვითარცა აბელისა ღმრთისა მიმართ, ღმრთიუ-განბრძნობილო მღუდელ-მთავარო მეთოდი, ცხადად მქადაგებელო ღმრთის განჴორციელებისაო, ამის თჳსცა არცხვინენ საცთურსა ორიგენისსა, და მიიცვალე ზეცისა სასძლოსა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი.

კონდაკი, ჴმა დ

ვითარცა რა მღუდელმან და მესაიდუმლემან წმიდისა სამებისამან, უფროს გონებისა საღმრთონი იგი სიტყვანი ქადაგენ, და მართლ-მადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ, და წინაშე ქრისტესსა ანგელოსთა თანა ჰსდგა, ევედრე მას ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა.


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.