under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხმა მე-5. სამშაბათი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 136 დას. VI, 20 - VII, 12. მთ. 57 დას. XIV, 1-13 (სამშ.). 1 კორ. 137 დას. VII, 12-24. მთ. 60 დას. XIV, 35 - XV, 11 (ოთხშ.). მოწ. - გალ. 208 დას. III, 23-29.

day_icon   

ხსენება წმ. მოწამისა აღრიპინასი (+253-260); მოწამეთა: ევსტოქისა, გაიოზისა, პროვოსი, ლოლისა, ურბანისა და სხვათა (+IV); დღესასწაული ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა

 

წმინდა მოწამე, აღრიპინა, წარმოშობით რომაელი იყო. მან არ მოისურვა დაქორწინება და მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი. იმპერატორ ვალერიანის (253-259) მეფობის ხანაში, ქრისტიანთა დევნისას, წმინდა აღრიპინა სამსჯავროს წინაშე წარდგა და მტკიცედ აღიარა თავისი სარწმუნოება, რისთვისაც მრავალი ტანჯვა იგემა: წმინდა ქალწულს კეტებით სცემდნენ ისე, რომ ძვლები ემტვრეოდა. შემდეგ იგი ჯაჭვებით შეკრეს, მაგრამ ანგელოზმა გაათავისუფლა ბორკილებისგან. გადატანილი სატანჯველისგან წმინდა აღრიპინა მოწამებრივად აღესრულა. ქრისტიანებმა: ბასამ, პავლამ და აღათონიკმა ჩუმად წაასვენეს მოწამის ცხედარი სიცილიაში, სადაც მისი კუბოდან მრავალი კურნება აღესრულებოდა. დაახლოებით XI საუკუნეში, წმინდა აღრიპინას ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

ტროპარი, ჴმა დ

ტარიგი შენი იესო, აღრიპინა ჴმობდა ჴმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენ-თჳს, რათა ვსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისა-თჳს, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო, მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

კონდაკი, ჴმა დ

მღუდელ მთავრობასა შინა ღმრთის მსახურებით სცხოვნდებოდი, და წამებისა გზათა აღჴედ, სამსხვერპლონი იგი კერპთანი დაშრიტენ, მღუდელ მთავარო ევსევი, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერება ქრისტეს ღმრთისა მიმართ, ევედრე მას ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა-თჳს.

day_icon   

ვლადიმირის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი დაწერილია ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის ფიცარზე, რომელზეც უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა ხოლმე.

1131 წელს, ხატი კონსტანტინეპოლიდან რუსეთში, წმიდა მთავარს, მსტისლავს (ხს. 15 აპრილს) გამოუგზავნეს. იგი ვიშგოროდში, დედათა მონასტერში დააბრძანეს.

წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკიმ, იური დოლგორუკის ძემ, 1155 წელს, ხატი ვლადიმირში გადააბრძანა და თავის მიერ აგებულ უსპენსკის ტაძარში მოათავსა. მას შემდეგ ეწოდა ხატს - ვლადიმირის. 1395 წელს ხატი პირველად გადააბრძანეს მოსკოვში.

ვლადიმირის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული წელიწადში 3-ჯერ (21 მაისს, 23 ივნისსა და 26 აგვისტოს) აღნიშნება.


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.