|
|
|
|
|
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხმა მე-5. პარასკევი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - 1 კორ. 139 დას. VII, 35 - VIII, 7. მთ. 63 დას. XV, 29-31. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ხსენება ღირსისა დავით თესალონიკელისა (+დაახლ. 540); ღირსისა იოანესი, გუთელი ეპისკოპოსისა (საქართველოში ხელდასხმული, +დაახლ. 770-790); მოწამეთა: გალიკინასი და ძმათა პეტრესი და პავლესი (+IV). დღესასწაული ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383)
ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდემ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას. უფალს სათნოეყო მისი ღვაწლი და სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა. ნეტარი მოსაგრე კურნავდა სნეულებს, სულის სარგებელ რჩევებს აძლევდა ყველა მიმსვლელს. მიწიერ ანგელოზს მიმსგავსებულ მამას შეეძლო, გავარვარებული ნაკვერცხლები საკმევად ისე აეღო ხელში, რომ არაფერი დაშავებოდა.
ღირსი დავითი მშვიდობით მიიცვალა, დაახლოებით, 540 წელს. |
|
|
|
|