|
|
|
|
|
წიგნის პრეზენტაცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში
18 მარტს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში მოეწყო წიგნის "მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო" პრეზენტაცია. წიგნი ინგლისურ ენაზეა ნათარგმნი და იგი ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრისა და ჭორლდ Vიზიონ Gეორგიას ძალისხმევით გამოიცა. როგორც ცნობილია, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან საქართველოში გაატარა და აქვე გარდაიცვალა 662 წელს. იგი დაკრძალულია ცაგერში წმინდა მაქსიმეს სახელობის ეკლესიის საკურთხევლის ქვეშ. ქართულ წყაროებში დაცული ცნობები მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ პირველად ქვეყნდება ინგლისურ ენაზე და ხელმისაწვდომი ხდება უცხოელი მეცნიერებისათვის. წიგნი საინტერესო და მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს როგორც წმინდა მაქსიმე არმსარებლის ცხოვრებისა და ქრისტიანული სასულიერო მწერლობის მკვლევართათვის, ასევე ზოგადად ქართული კულტურითა და ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისათვის. წიგნი "მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო" მესამე ტომია სერიისა "იბერიკა კაუკასიკა", რომელიც 1998 წელს ლონდონში დაარსდა. გამოცემების მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ არსებული წყაროები და სამეცნიერო შრომები. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების შესწავლას. ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის სტეფანეს (კალაიჯიშვილის) ორგანიზებით უკანასკნელ წლებში ჩატარდა წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი ორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
|
|
|
|