|
|
|
|
|
წიგნის "დიმიტრი ყიფიანი - ახალი დიმიტრი თავდადებული" პრეზენტაცია
18 მარტს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში შედგა წიგნის "დიმიტრი ყიფიანი - ახალი დიმიტრი თავდადებული" პრეზენტაცია, რომლის ავტორია გივი ყორღანაშვილი. წიგნი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა. ახალ გამოცემაში შესულია დიდი ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელივანი ფაქტები. ავტორის მიერ დაარსდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ფონდი. წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ფონდში გადაირიცხება. საქველმოქმედო ორგანიზაციის მიზანია -ხაშურში დიდი საზოგადო მოღვაწის ძეგლის დადგმა.
|
|
|
|