მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია 1145 წლისაა

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია 1145 წლისაა. 870 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს _ ბულგარეთის სამთავარეპისკოპოსოსათვის ავტონომიის მინიჭება გადაწყდა.

კრებაზე განიხილებოდა საკითხი, რომელს უნდა დამორჩილებოდა ბულგარეთის ეკლესია _ რომის თუ კონსტანტინოპოლის ეკლესიებს, ბულგარეთის განმანათლებელმა, წმინდა თავადმა ბორის-მიქაელმა ბიზანტია აირჩია.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი იყო წმინდა იოსები, რომელმაც ხელდასხმა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ეგნატიოსისგან მიიღო. ავტონომიის სტატუსით ბულგარეთის ეკლესია 927 წლამდე არსებობდა. შედეგ კი, მეფე სიმონ დიდის დროს, მას ავტოკეფალია მიენიჭა.

ამ დღესთან დაკავშირებით ბულგარეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მიმართვა მრევლისადმი, რომლითაც ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს, ხსნა ეკლესიაში ეძებოს, ადიდოს უფალი და მადლობდეს მას.

ამ თარიღს დაემთხვა ბულგარეთის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში ოთხი წმინდანის წმინდა ნაწილების ძვალშესალაგის დაბრძანებაც. წმინდა ნაწილების სანაწილე რესტავრაციის დროს საგანგებოდ ინახებოდა მუზეუმის საიდუმლო საცავში. მასზე დატანილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულება და ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერა, რომელიც წმინდათა სახელებს გვიმხელს: `წმინდა დიონისე, წმინდა პანტელეიმონი, წმინდა პარასკევა და წმინდა ხარლამპი, კოსინიცას მონასტერი~.

ვერცხლისა და ოქროსაგან დამზადებული ძვალშესალაგი მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ 1821 წლის 25 მარტს დაასრულა, რაზეც ასევე მოწმობს მასზე დატანილი წარწერა.

კოსინიცას მონასტერი შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ამჟამად იკოსიფინისა (ოცი პალმა) ჰქვია და საბერძნეთის სამხრეთით, მთიან რეგიონში მდებარებს. 1917 წელს  ბულგარელმა მეცნიერებმა სოფიაში გადმოაბრძანეს საბერძნეთის გარკვეული სიწმინდეები, მათ შორის, ზემოხსენებული ძვალშესალაგი. სიწმინდეები დაცულ საიდუმლო საცავში შეინახეს. 1992 წელს ფონდი საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის 1964 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე გაიხსნა.

ახლახან დასრულებული რესტავრაციის შემდეგ წმინდანთა წმინდა ნაწილები და ძვალშესალაგი ბულგარეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმის ცენტრალურ დარბაზში დააბრძანეს მორწმუნეთა თაყვანსაცემად.


right_bar_header

<  პარასკევი 24/2/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
ყველიერის შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-2. მსგეფსი. ხსნილია ყოვლითურთ. საკ.: წირვას არ უჩენს. VI ჟამ. - ზაქ. VIII, 7-17. მწუხ. - ზაქ. VIII, 19-23.
ხსენება მღვდელმოწამისა ვლასისა; მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა.