ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვაშენებთ მომავალს
- Read Time: 1 min
პროექტის მიზანს წარმოადგენდა არაფორმალური განათლების გზით, სკრის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, დევნილი და ადგილობრივი მოზარდების (9-დან 17 წლამდე ასაკი), აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მოტივაციის გაზრდა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის მიზნით.
მოზარდებმა არაფორმალური განათლების გზით, მათი თვითრეალიზაციისა და ინტელექტუალური განვითარების მიზნით შეისწავლეს: ფოტო ხელოვნება; სახელობო წრეებზე კი სხვადასხვა სახის ნივთების დამზადება და დაკავებული იყვნენ ასევე
სპორტულ-ინტელექტუალური შეჯიბრებებით.
დაგეგმილი არტ თერაპიული შემოქმე დებითი აქტივობებით კი (სპექტაკლების დადგმა, კონცერტების მოწყობა და ა.შ.) ხელი შეეწყო მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას, თვითშეფასების ამაღლებას, საკუთარი შეგრძნებებისა და ემოციების შესწავლას და მათი მართვის შესაძლებლობას.
დონორი: გორის მუნიციპალიტეტის მერია
განხორციელების ვადა: 01.04.2023 - 31.072023