ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენ ვცვლით ხანდაზმულთა ცხოვრებას
- Read Time: 1 min
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკრის თემში მცხოვრები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობა, მათი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვითა და საზოგადოებაში ინტეგრაციის გზით.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა სკრის თემში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის დღის ცენტრი, სადაც მათ მომსახურებას და კონსულტაციას უწევდნენ ექიმი თერაპევტი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი და იურისტი.
ახალგაზრდები აწყობდნენ ღონისძიებებს მოხუცების ჩართულობით. ტარდებოდა საქველმოქმედო ღონისძიებები მოხუცების დასახმარებლად, ახალგაზრდების მონაწილეობით.
დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
განხორციელების ვადა: 04.04.2023 - 30.05.2024