უკრაინელი და ქართველი დევნილი ქალები, ერთმანეთის მხარდამხარ

9.უკრაინელი და ქართველი დევნილი ქალები ერთმანეთის მხარდამხარ

პროექტის მიზანს წარმოადგენდა შიდა ქართლში რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის მოსახლეობის უფლებების დაცვა და ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა:
• გაკეთდა საჭიროებების ანალიზი და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიების გეგმა.
• გაიზარდა ცნობიერება ადამიანის უფლებების, ტრეფიკინგის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტებთან დაკავშირებით სამიზნე ჯგუფებში გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებზე და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
• პროფესიული გადამზადების კურსების მეშვეობით გაიზარდა ბენეფიციართა საარსებო წყაროს პირველადი წყაროების გამომუშავების გზები და ინსტრუმენტები. გაიზარდა სამიზნე ჯგუფების ინტეგრაცია მათ რეგიონებში, რამაც ხელი შეუწყო მათ სტაბილურ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს.

 

დონორი:  ქალთა ფონდი საქართველოში

განხორციელების ვადა:     13.10.2022-13.04.2023