ხიდი აწმყოსა და მომავალს შორის
- Read Time: 1 min
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკრის თემში მცხოვრები მარტოხელა, მზრუნველობა მოკლებული ოცი მოხუცის (დევნილი და ადგილობრივი) ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შინმოვლის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური ინტეგრაცია საზოგადოებაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია: მოხუცებთან მედდის რეგულარული ვიზიტები და შესაბამისი მომსახურების გაწევა; თაობათაშორისი ჯგუფური აქტივობების ორგანიზება და ჩატარება; ექსკურსიის მოწყობა მოხუცებისთვის, საქართველოს ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად;
მოხალისე ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარება და ა.შ.
დონორი: გორის მუნიციპალიტეტის მერია
განხორციელების ვადა: 24.01.2024 - 24.11.2024